შვედეთის განათლების მინისტრმა არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო თანამდებობა დატოვა

შვედეთის განათლების მინისტრმა აიდა ხაჯიალიჩმა არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ბოსნიური წარმოშობის მუსულმანმა აიდა ხაჯიალიჩმა მომხდარ ფაქტს “თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა” და გამოთქვა მზაობა დაჯარიმების გადახდის თაობაზე.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, აიდა ხაჯიალიჩის თანამდებობის დატოვების თაობაზე თანხმობა განაცხადა და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი უკვე დაასახელა.
ცნობისთვის, აიდა ხაჯიალიჩმა მინისტრის თანამდებობა 2015 წელს, 27 წლის ასაკში დაიკავა, რითაც ის შვედეთის ისტორიაში მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი და პირველი მუსულმანი გახდა აღნიშნულ თანამდებობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები