სომხეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ გუშინ, მმართველი რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება ერთი თვის წინ წარმოადგინა, თუმცა იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც საბაჟო კავშირში გაწევრიანებას უკავშირდება, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პრემიერს ერთი თვით მოცდა სთხოვა. მისივე თქმით, პრემიერ- მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე უკვე დაკმაყოფილებულია.