ჯონ კერი: მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და მილიტარიზაცია

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნათქვამია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ჯონ კერის თქმით, მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და მილიტარიზაცია.
”ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები