საქართველოს პრეზიდენტმა ქუვეითის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი არარეზიდენტი ელჩი მუბარაქ მოჰამედ ფალეჰ ალსუჰაიანი მიიღო და მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქუვეითის სახელმწიფოს ელჩს საქართველოსა და ქუვეითს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები