დავით უსუფაშვილი მეთიუ ბრაიზას პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის მეთიუ ბრაიზას განცხადებას ეხმაურება და მიმართავს, – „ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით“.

მისი თქმით, საქართველოს არც ერთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია და შეუნელებია სვლა დასავლეთის მიმართულებით.
„სამწუხაროდ, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა თუ რეგიონული პრობლემებით. ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა. როგორც ბრაიზამ აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს.
”ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია”, – განაცხადა ბრაიზამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები