ბორჯომში ამინდის გაუარესების შემდეგ, ვითარება სტაბილურია. როგორც “კვირას” ბორჯომიდან ატყობინებენ, ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა. სტიქიას თან ძლიერი ქარიც ახლდა. ამინდის გაუარესებამ ბორჯომის რამდენიმე სოფელში სერიოზული პრობლემები შექმნა.
მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო ბორჯომის ეროვნული პარკიდან. ჩაიხერგა სოფლებამდე მისასვლელი გზები.
სამაშველო სამსახურში 200-მდე შეტყობინებაა შესული.
ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ხელმძღვანელობს.
გრძელდება სოფლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.