ტოკიოზე ორჯერ დიდი ვულკანის ამოფრქვევამ შესაძლოა, აპოკალიფსი გამოიწვიოს
სუპერვულკანი იელოუსტონი, რომელიც ვაიომინგის შტატში მდებარეობს, ამოქმედდა. ობიექტის ზომა 4 ათასი კვადრატული კილომეტრია, რომელიც იაპონიის დედაქალაქს ზომით დაახლოებით ორჯერ აღემატება. თუკი ვულკანი იელოუსტონი გაიღვიძებს, საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მთელ პლანეტას.
ამერიკელმა გეოლოგებმა ცოტა ხნის წინ იელოუსტოუნის პარკში გაზომვები ჩაატარეს და შოკირებული დარჩნენ. ადგილობრივი ტბების გეიზერის ტემპერატურამ 20 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რომელიც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე მნიშვნელოვნად მაღალია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი საშიშროება. ყველაზე მნიშვნელოვანი საშიშროება მიწისძვრაა, რომელიც ბოლო დროს მოხშირდა. ამ დროისთვის ბიძგები უკვე 60 – ჯერ დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ძლიერმა ბიძგმა 30 მარტს 4,8 ბალი შეადგინა. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ცხოველები პარკის ტერიტორიას სწრაფად ტოვებენ. თუ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი აქტიური ვულკანი ამოქმედდება, ეკოლოგიური შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს.
ლელოუსტოუნის ვულკანის აფეთქების სიძლიერეს ათასობით ბირთვული ბომბის აფეთქებას ადარებენ. ამ შემთხვევაში მთელი ქვეყანა ტონობით ცეცხლის ფენის ქვეშ აღმოჩნდება დამარხული.