შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ.
მათ ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.
![13873173_846708092097858_3790098226861028025_n]()










