„ნასა“ ყირიმის გამო ,,როსკოსმოსთან“ ურთიერთობას წყვეტს

   ყირიმთან რუსეთის დამოკიდებულების გამო „ნასა“ პროტესტის ნიშნად მასთან ურთიერთობას წყვეტს. თანამშრომლობა მხოლოდ მოსკოვის კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე ერთობლივ სამუშაოებზე გაგრძელდება, სადაც ამჟამად ამერიკელი ასტრონავტი იმყოფება. „ნასას“ თანამშრომლებისთვის აიკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლა, ელექტრონული ფოსტით მიმოწერა, რუს კოლეგებთან ტელეკონფერენციების მოწყობა, მათთან შეხვედრები საერთაშორისო ღონისძიებებზე.
„ნასასთან“ ვიზიტი აეკრძალათ რუსეთის წარმომადგენლებსაც.
,,ვითვალისწინებთ რა რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის არაერთგზის დარღვევას, „ნასა“ წყვეტს კონტრაქტების უმთავრეს ნაწილს რუსეთის ფედერაციასთან. თუმცა „ნასა“ და ,,როსკოსმოსი“ ამ ეტაპზე აგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას, რათა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობა არ შეფერხდეს“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. ზოგიერთ რუს პოლიტიკოსში „ნასას“ განცხადებამ ირონია გამოიწვია.
,, ჩვენ „ნასასთან“ გარდა კოვის კოსმოსური სადგურისა, სხვა ურთიერთობა არც გვქონია“, – წერს ტვიტერზე მთავრობის წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი. ,,როსკოსმოსის“ ვებგვერდზე კი აღნიშნულია, რომ ამერიკული უწყებები უშუალოდ მონაწილეობენ რუსული კოსმოსური საფრენი აპარატის ,,სპექტრის’’ შექმნაში.
შეთანხმება 2011 წლის თებერვალში შედგა. ,, როგოზინს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება. არ იცის, რომ მიმდინარეობდა ორმხრივი მოლაპარაკებები, რათა გაერთიანებული ძალებით მომხდარიყო მთვარის ზედაპირის ათვისება და ლაგრანჟის შესწავლა“, – ასე პასუხობს როგოზინის ირონიას რუსეთის აკადემიის წევრ- კორესპონდენტი კოსმონავტიკის დარგში იური კარაში.
რუსეთთან ურთიერთობა მკვეთრად გაცივდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის რეფერენდუმის შედეგები გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები