ნახევარი წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტირების 46 შემთხვევა გამოვლინდა

2016 წლის იანვარ-ივნისში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილია 92 კუბური მეტრის მოცულობის, საბაზრო ღირებულების მიხედვით, 46 ათასი ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 46 შემთხვევა.
აქედან 157 კუბური მეტრის მოცულობის, 81620 ლარის ღირებულების ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების შესახებ, მასალები გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
კანონდამრღვევებს სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა ჯამში 99100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირებულია კანონდარღვევის ისეთი ფაქტები, როგორიც არის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ან/და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება, რომელთა საბაზრო ღირებულება აღემატება 10000 ლარს; ფიქტიური ოპერაციებით გაზრდილი ნაშთის გამოყენებით, ხე-ტყის ტრანსპორტირება, რომელზედაც გაწერილი იყო ელ. ს/ზედნადები. ტრანსპორტირებისას მასალები განთავსებული იყო მანქანების ნაგვერდულებს შორის, სატვირთო მიკრო ავტობუსების ჭერში მოწყობილი სამალავებში, მსუბუქ ავტომანქანებში, სატვირთო ავტომანქანების გადახურული ბორტის როგორც ჭერსა და იატაკზე, ასევე გვერდებზე მოწყობილ სამალავებში. საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები