შავი ზღვისკენ აშშ-ის ხომალდი მიემართება
ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის და ნატოს ქვეყნების მხარდასაჭერად შევა. ამერიკამ ხომალდი ,, Donald Kuk“, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით ,,Idjis-ით“ არის აღჭურვილი, შავი ზღვის მიმართულებით გამოუშვა – ამის შესახებ ტელეარხი ,,ენ-ბი-სი“ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. გემი შავ ზღვაში მომდევნო კვირას შევა. რეგიონის ტერიტორიაზე მისი შესვლა კი მოკავშირეებისგან, უკრაინის მხარდასაჭერად სიმბოლურ ჟესტად შეიძლება ჩაითვალოს. თუ რამდენი ხანი დარჩება ხომალდი შავ ზღვაში, ჯერჯერობით უცნობია.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ უორენმა დაადასტურა, რომ გემი ნამდვილად შევა შავი ზღვის აუზში.
,, ჩვენს მოკავშირეებს გვინდა დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ აღებული პასუხისმგებლობის მიმართ ერთგულნი ვრჩებით და ეს ამჟამად უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო ხდება“,-განმარტავს უორენი.
ამჟამად ,,Donald kuk“ ესპანეთის პორტში, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში იმყოფება. ამერიკული საინფორმაციო სამსახურის BCM-ს ცნობით, 2014 წელს, როტაში მუდმივი ბაზირებისთვის კიდევ ერთი ხომალდი შევა. გემების შემოსავლა 2015 წლისთვისაც არის დაგეგმილი. გემების დანიშნულება ბალესტიკური რაკეტების დაზვერვაა და დიდი ალბათობით მათი ჩამოგდებაც შეუძლიათ. ისინი პატრულირებას მოახდენენ ხმელთაშუა ზღვის წყლებში. გემების ამ ტერიტორიებზე განთავსების მიზეზად ევროპელი მოკავშირეების, პარტნიორი ქვეყნების დაცვა სახელდება.