კახა სოფრომაძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი ინსტიტუციური ბმა არ აქვს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებების შეფასება, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტების არსებობას გულისხმობს, მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეფასდეს, რაც სამართალდამცავი ორგანოები მტკიცებულებების საფუძველზე მოცულობით გამოძიებას ჩაატარებენ.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებისა და მასთან დაკავშირებული პროცესის შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი ინსტიტუციური ბმა არ გააჩნია და ის არის ცალკე სასამართლო დაწესებულებაა სამართალწარმოების კუთხით.
„შესაბამისად, იუსტიციის საბჭო არანაირი საქმის კურსში არ ვართ, რა ხდება. რაც ეხება თავად განცხადებას, საკმაოდ დამაფიქრებელია. სამართალდამცავმა ორგანოებმა სრული მოცულობით უნდა ჩაატარონ გამოძიება, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. ფაქტები, რომელზეც პაპუაშვილი საუბრობს, თუკი რეალურად არსებობს, არ არის სასურველი, რომ ქვეყანაში არსებობდეს, თუმცა ყველაფერი გამოძიების სამართალდამცავების სფეროა. ჩვენ იურისტები ვართ და მტკიცებულებებისა და მისი შეფასების შემდეგ უნდა გავაკეთოთ დასკვნები“,- განაცხადა კახა სოფრომაძემ.