მინისტრთა კაბინეტის წევრების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დასრულდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრები. აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.
პრემიერ-მინსიტრთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის წერვრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 28 ივლისს, მთავრობის სხდომაა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები