მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე მინისტრი მივიდა
ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმყოფებიან.
ასევე მთავრობის ადმინისტრაციაშია კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში.