ნინო კობახიძის შეხვედრა სტუდენტებთან

   აჭარაში, პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრების პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ირაკლი ღარიბაშვილის საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო. ნინო კობახიძემ პრეზენტაციისას დეტალურად განმარტა თითოეული ინიციატივა და აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივებმა, რომლებიც საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს, სტუდენტები დააინტერესა. პრეზენტაციას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი დაესწრო. მათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივები სტუდენტებს დამატებით სტიმულს და მოტივაციას აძლევს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და პრეზენტაციის შემდეგ ნინო კობახიძემ სტუდენტების ყველა კითხვას უპასუხა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები