გიორგი კვირიკაშვილი: განათლების რეფორმა პედაგოგებისთვის დამაშინებელ აჩრდილად არ უნდა იქცეს

განათლების რეფორმა არ უნდა იქცეს დამაშინებელ აჩრდილად პედაგოგების არსებული კორპუსისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
”მოვისმინე ახალგაზრდების სურვილები განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. მართლაც, განათლების სისტემა არის თავი და თავი და საწყისი ყველაფერის, ყველა რეფორმის, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. ის არის ქვაკუთხედი ჩვენი გეგმების. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით, სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა გამოყოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის და ეს რეფორმა არ უნდა იქცეს დამაშინებელ აჩრდილად პედაგოგებთა არსებული კორუპუსისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები