მანანა კობახიძე: გამოძიების ფარგლებში, იმედი მაქვს, პასუხი გაეცემა ყველა კითხვას

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს მიაჩნია, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასთან, შესაბამისმა პირებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ.
“სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილს პროკურატურასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. დაიწყო გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში, იმედი მაქვს, პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. ყველა იმ პირმა, ვისაც შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია, უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, მათ შორის მოსამართლეებმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას” , – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა. ამასთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები