Solar Impulse 2-მა დედამიწის გარშემო მოგზაურობა დაასრულა (ვიდეო)
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა დედამიწის გარშემო მოგზაურობა დაასრულა. კვირას ის კაიროდან აფრინდა და სამშაბათს აბუ-დაბიში დაჯდა. ეს 48-საათიანი მარშრუტი ბოლო იყო დედამიწის გარშემო მოგზაურობაში, რომელიც 2015 წლის 9 მარტს დაიწყო.
თვითმფრინავმა, საერთო ჯამში, 35 ათასი კილომეტრი დაფარა, ის 60-120 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობდა. 16 თვეში თვითმფრინავი მსოფლიოს 15 ქალაქში დაეშვა. შარშან ზაფხულში მან რეკორდი დაამყარა, როდესაც გაუჩერებლად 120 საათი იფრინა.