ვოლსკი მარგველაშვილის განცხადებას პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლა განხორციელდა.
„მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა, რომ ჩემზეც არის ასეთი ზეწოლა – ერთი თვის წინ ფაქტი მოხდა, მის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება თურმე გაჩხრიკეს. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ როგორც პრეზიდენტს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ჯერ კიდევ თავიანთ განცხადებებამდე, ევალებოდათ, რომ მიემართათ პროკურატურისთვის.