“ეროვნულმა ფორუმმა” თელავში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად გელა გელაშვილი წარადგინა
“ეროვნულმა ფორუმმა” თელავის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად კანადიდან საქართველოში ახლახან დაბრუნებული გელა გელაშვილი წარადგინა. გელა გელაშვილს განთლება საქართველოში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. მის გარდა კანდიდატები კიდევ რამდენიმე ოლქში დასახელდნენ. პარტიის საბოლოო სია საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.