ნატალია საბანაძე ვიზალიბერალიზაციაზე: ბოლო ეტაპზე ვართ და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ
ბოლო ეტაპზე ვართ და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ ჟურნალისტებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, პროცედურები სექტემბერში განახლდება.
“პროცედურებს სექტემბერში უნდა დავუბრუნდეთ. ჯერჯერობით არანაირი დაბრკოლება არ არის და ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება. ყოველთვის ვერიდები თარიღების დასახელებას, იმიტომ რომ თარიღები იცვლება. ეს არის ინსტიტუციონალურად ძალიან რთული პროცესი – ჩართულია პარლამენტი, საბჭო, კომისია, ამიტომ თარიღები იცვლება. თარიღებს არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შესული ვართ ბოლო ეტაპზე და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ”,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.