„ქართულმა დიპლომატიამ მოახერხა, წარმატებებისათვის მიეღწია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიმართულებით“

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება არის უმნიშვნელოვანესი ტრადიცია, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატიური სისტემის შიგნით, არამედ ხელისუფლებასა და დიპლომატებს შორისაც უწყობს ხელს აზრთა გაცვლასა და კოორდინაციის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამბასადორიალ 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ქართველ დიპლომატებს გაწეული თავდადებისა და წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარმატებული იყო, მიუხედავად არცთუ მშვიდი საერთაშორისო გარემოსი.
“მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიო დადგა უდიდესი გამოწვევების წინაშე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ თვით დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. ახლო აღმოსავლეთში არსებულმა არასტაბილურობამ, გახშირებულმა ტერორისტულმა აქტებმა, თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო ლტოლვილთა ნაკადმა და ქვეყნებს შორის საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობამ გამოიწვია „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური რყევები საერთაშორისო სისტემაში. მიუხედავად ასეთი გარემოებებისა, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიეღწია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიმართულებით“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები