ლადო ჭანტურია არ გამორიცხავს, რომ ანგელა მერკელი საქართველოში მიმდინარე წელს ჩამოვიდეს

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია არ გამორიცხავს, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წელს შედგეს.
როგორც ლადო ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გერმანიაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების დროს კანცლერმა არაერთხელ დაადასტურა სურვილი და მზადყოფნა, რომ ესტუმროს საქართველოს.
„როგორც იცით, ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა გერმანიაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების დროს კანცლერმა არაერთხელ დაადასტურა სურვილი და მზადყოფნა, ესტუმროს საქართველოს. ამ კუთხით სამუშოები კვლავ მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავ, რომ ვიზიტი წლის ბოლომდე შედგეს“, – განაცხადა გია ჭანტურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები