აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება

აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩილ გეგეშიძესთან დაკავშირებით თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია.
„არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება. მან გააკეთა განმარტებები. ჩვენ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულება მართებს, როცა ასეთი ტიპის კომუნიკაცია ხდება, თუმცა თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, არჩილ გეგეშიძემ, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მმართველ უმრავლესობაში პრორუსულად განწყობილი ადამიანები არიან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას ვერ ახდენს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოძახებით საქართველოს ელჩი აშშ-ი არჩილ გეგეშიძე მის მიერ ინტერვიუებში გაკეთებული განცხადებების გამო ახსნა-განმარტების მიზნით თბილისში გამოიძახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები