“ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული და საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატიაა”
ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ფონზე საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ.
„ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა სირთულის ტენდენციებს აქვს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ. ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის, პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულება. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობის სახელით და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ მომავალში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.