დღეს მარლონ ბრანდოს 90 წელი შეუსრულდებოდა

მარლონ ბრანდო 1924 წლის 3 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. ის იყო მსახიობი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს მოღვაწეობდა კინოსამყაროში. მას უამრავ ფილმზე იმუშავა და სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად „ოსკარი“ მიიღო. ის მე-20 საუკუნის უდიდეს კინომსახიობად ითვლება. მან გაუწია პოპულარიზაცია სტანისლავსკის სისტემას და მეთოდურ შესრულებას ფილმებში: “სურვილის ტრამვაი” და “წყლის პირას”. ორივე მათგანი ელია კაზანის რეჟისურით ადრეულ, 1950-იან წლებში დაიდგა.
მის სამსახიობო სტილს 1950-იანების ჰოლივუდში უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელს თაობაზე. მათ შორის იყვნენ: პოლ ნიუმენი, ჯეკ ნიკოლსონი, ჯეიმს დინი, რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, შონ პენი, რასელ ქროუ და ჯონი დეპი, რომელიც მისი პირადი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.
მარლონ ბრანდო აღიარებულია ჰოლივუდის სექსსიმბოლოდ. ის უყვარდა ყველა ქალს, რომელმაც ერთხელ მაინც ნახა მარლონი. ის გამოირჩეოდა იშვიათი ფიზიკური მონაცემებით. ფილმის გადაღებისას თითოეული მსახიობი ქალი შეყვარებული იყო მასზე, სხვები კი ოცნებობდნენ მასთან ერთად თამაშზე.
მარლონ ბრანდო მერლინ მონროს პირველად რომ შეხვდა, მერლინი განმარტოებით იყო დიდ დარბაზში და როიალზე უკრავდა. მერლინს ის ერთი ნახვით შეუყვარდა, ისევე როგორც ბრანდოს – ის. მათ წლების განმავლობაში მერლინის სიკვდილამდე პერიოდული ურთიერთობა ჰქონდათ. როდესაც ერთმანეთთან შეხვედრას წყვეტდნენ, ტელეფონით მაინც უკავშირდებოდნენ. მონროს გარდაცვალება მარლონმა ძალიან განიცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები