კუდ-ის ყოფილმა ინფორმატორმა პროცესზე აღიარა, რომ „ნავთლუღის“ საქმეზე გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმემ აღიარა, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. კონსტიტუციური უშიშროების დეპარტამენტის ყოფილმა ინფორმატორმა, რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს მოწმის სახით დაიკითხა, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მას 2006 წლის მომხდარ სპეცოპერაცისს საქმეზე ვინმე გიორგი, იგივე „ნაცი“ ტელეფონით დაუკავშირდა და კატეგორიულად მოსთხოვა შეხვედრა.
შეხვედრაზე კი უთხრეს, წინასწარ დაწერილი ჩვენება უნდა დაეზეპირებინა და პროკურატურისთვის მოეყოლა. ჩვენება კი ნავთლუღის სპეცოპერაციას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მას უნდა მოეყოლა, თითქოს სპეცოპერაციის დროს იქ იმყოფებოდა და დაინახა, როგორ გაუხსნეს ცეცხლი სპეცრზმელებს სპეცოპერაციის დროს დაღუპულებმა. მოწმემ აღიარა, რომ 2006 წელს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენება მისცა. დღევანდელ პროცესზე კონსტიტუციური უშიშროების დეპარტამენტის ყოფილ ინფორმატორს კითხვები თავად საქმეში ბრალდებულმა გია დგებუაძემ, იგივე „მასტერამაც“ დაუსვა. ბრალდებული დაინტერესდა, რატომ არ დაუკავშირდა მოწმე მას, თუ მის ქვეშ დაქვემდებარებული პირი ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდა, რასთან დაკავშირებითაც მოწმემ განაცხადა, რომ სიტუაციის გამწვავება არ სურდა, რადგან არ იყო დარწმუნებული, თუ გია დგებუაძეს საქმის კურსში ჩააყენებდა, მას დაეხმარებოდნენ. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია მაშინ გია დგებუაძეს რომ დაკავშირებოდა, მისთვის იძულებითი ჩვენების მოთხოვნა აღარ მოეთხოვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები