განათლების სამინისტროში თურქეთის ელჩის ვიზიტი თურქული კომპანიების მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება

საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდა.
როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა პერიოდულად იმართება და დღევანდელი შეხვედრაც სამუშაო ხასიათის იყო. მათივე ინფორმაციით, ელჩის უწყებაში ვიზიტი ტენდერის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში თურქული კომპანიების მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.
„ქეთევან ნატრიაშვილი თურქულ მხარესთან პერიოდულად მართავს შეხვედრებს. ეს იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა, სადაც ტენდერის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ”, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები