გამოძიება პაველ შერემეტის მკვლელობის ექვს ვერსიას განიხილავს

გამოძიება ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მკვლელობის ექვს ვერსიას განიხილავს. ამის შესახებ ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში უშიშროების სამსახურის უფროსის მრჩეველმა, იური ტანდიტმა განაცხადა.
მისი თქმით, ექვსიდან ყველაზე რეალური ოთხი ვერსიაა. პირველია უკრაინელ ჟურნალისტზე ალიონა პრიტულზე თავდასხმა. სწორედ მას ეკუთვნოდა გუშინ აფეთქებული ავტომობილი, რომელშიც შერემეტი იმყოფებოდა. მეორე ვერსიაა – უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა „მეზობლების მხრიდან“. მესამე ვერსია პირად მოტივებს ეხება, ხოლო მეოთხე – შერემეტის პროფესიულ საქმიანობას.
პაველ შერემეტი კიევში ოთხშაბათს დილით დაიღუპა. ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა, აფეთქდა. მასში ბომბი იყო ჩამონტაჟებული. გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები