პაველ შერემეტს მინსკში დაკრძალავენ

ცნობილ რუს ჟურნალისტს პაველ შერემეტს, რომელიც დღეს კიევში ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა, მინსკში დაკრძალავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედამისმა აცნობა.
შერემეტი დღეს დილით დაიღუპა. კიევის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 400-დან 600 გრამამდე ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, გამოძიება ჟურნალისტის მკვლელობის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს – პროფესიული საქმიანობა, რუსული სპეცსამსახურების მოქმედება და პირადი მოტივები.
13814438_10206409467947143_1103347276_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები