ერდოღანი – თუ პარლამენტი სიკვდილით დასჯას აღადგენს, მე ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ქვეყანაში სიკვდილით დასჯას აღადგენს, ის ამას მხარს დაუჭერს. ამის თაობაზე ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ იუწყება. „
ამაზე უნდა შედგეს სრული კონსენსუსი. ლიდერები უნდა შეიკრიბონ და ეს საკითხი განიხილონ. გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე კი მას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი პირები დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები