თურქეთმა აშშ-ს ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებისთვის აუცილებელი საბუთები გაუგზავნა

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ს ისლამური მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებისთვის აუცილებელი საბუთები გაუგზავნა. ანკარაში გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ აშშ-ში ტერორისტების ხელმძღვანელის ექსტრადირებისთვის აუცილებელი საბუთების ოთხი პაკეტი გავაგზავნეთ. მათ იმაზე მეტი მტკიცებულება წარვუდგინეთ, ვიდრე სჭირდებათ“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გიულენის გადმოცემის თხოვნით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა. თავად გიულენმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მას კავშირი არა აქვს და ის მსგავს ქმედებებს კატეგორიულად გმობს. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში ექსტრადირებისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები