გერმანიის მთავრობა თურქეთს სიკვდილით დასჯის აღდგენას არ ურჩევს

თუ თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგება, ის ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ავტომატურად დაკარგავს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.
„ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს, ევროკავშირის წევრი ვერ იქნება“, – განაცხადა ზაიბერტმა.
მისი თქმით, თურქეთი ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატია და მას გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული.
„ამ სტატუსის გამო თურქეთი დემოკრატიული და სამართლის ძირითადი პრინციპების ერთგული უნდა იყოს“, – აცხადებს შტეფან ზაიბერტი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სამხედრო ამბოხების მონაწილეებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება და პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ გამორიცხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები