შეიარაღებული პირების მიერ ერევნის პოლიციის შენობაში შეჭრას მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ერევანში, შეიარაღებული ჯგუფის მიერ პოლიციის შენობის დაკავებას.
ამის შესახებ რუსული გამოცემა, სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, დაშავებულების შესახებ.
ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, მძევლად აიყვანეს ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი. შენობასთან იმყოფება სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები.
პოლიციის შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული სომეხი ოპოზიციონერის ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის, ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას.
მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები