პუშკოვი – თურქეთში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ერდოღანის ძალაუფლება გაძლიერდება
თურქეთში წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალაუფლება გაძლიერდება, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ერდოღანი ამ დაპირისპირებიდან გაძლიერებული გამოვა. ქვეყნის შეიარაღებული ძალები და ხელისუფლება სამხედრო ამბოხის მონაწილეებისგან „გაიწმინდება“. არმიის უდიდესმა ნაწილმა ერდოღანს დაუჭირა მხარი, ასე რომ, მისი ძალაუფლება მხოლოდ გაძლიერდება“, – აცხადებს პუშკოვი.
პუშკოვს მიაჩნია, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და ერდოღანი რუსეთთან და სსვა ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებების ერთგული დარჩება.