თურქული სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის 8 წევრი საბერძნეთის ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს

თურქული სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის 8 წევრი საბერძნეთის ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს-პრესი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ დაეშვა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფება. მათ საბერძნეთის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართეს.
ვერტმფრენი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალექსანდროპოლისში დაეშვა. საბერძნეთის პოლიციამ ვერტმფრენში მყოფი თურქი სამხედროები დააკავა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას შეტაკებების დროს 160 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 1440-ს აღემატება. ამბოხებაში მონაწილე 2800 სამხედრო დაკავებულია. თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეთა უმკაცრესად დასჯის პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები