თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ჰულუსი აკარი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებმა მძევლად აიყვანეს, გათავისუფლებულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გენერალი თურქეთის დედაქალაქ ანკარადან ჩრდილო-აღმოსახლეთით მდებარე ავიაბაზაზე იმყოფებოდა და ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს.
ანკარაში ამბოხის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება გრძელდება, თუმცა, როგორც თურქეთის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, მალე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები