თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდლობა ჩაიშალა. დაპატიმრებულია სამხედრო ამბოხის 104 მონაწილე. როგორც თურქული მედია იტყობინება, შეტაკებების დროს ანკარასა და სტამბოლში საერთო ჯამში 60 ადამიანი დაიღუპა.
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში პარასკავს გვიან ღამით მოხდა. სამხედროებმა სახელმწიფო უწყებების დაკავება სცადეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. გუშინ ანკარაში დაიბომბა პრეზიდენტის რეზიდენცია, სახელმწიფო ტელევიზია და პარლამენტის შენობა.