ერდოღანი სტამბოლში ჩაფრინდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის აეროპორტში მომხრეებს შეხვდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მიტინგზე გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში „არაფერია ხალხის ნებაზე მაღალი“. მისი თქმით, სამხედრო ამბოხის მონაწილეები სათანადო პასუხს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ამბოხი თურქეთში 15 ივლისს საღამოს მოხდა. აჯანყებულებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს. თუმცა სამხედროების უმრავლესობამ მოქმედ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი. სამხედრო გადატრიალება ჩაიშალა.