სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა, ბოსფორზე კი სამხედროებმა ხიდები გადაკეტეს

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. გარდა ამისა, სამხედროებმა ბოსფორის სრუტეზე ყველა ხიდი გადაკეტეს და იქ ჯავშანტექნიკა განათავსეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანკარაში სროლის ხმა ისმის. თურქეთის თავზე ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ.
თურქეთის სამხედროების ნაწილმა სამხედრო გადატრიალება სცადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმა, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები