თურქმა სამხედროებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადეს

თურქმა სამხედროებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში აღების და ქვეყნის ხელმძღვანელთა დაკავების შესახებ განაცხადეს. მათი განცხადებით, ეს „ქვეყანაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიული წყობისა და ადამიანი უფლებების შესანარჩუნებლად მოხდა“. თურქეთის სახელმწიფო ტელევიიზიის ეთერში გაკეთდა განცხადება, რომ ამიერიდან თურქეთს სამშვიდობო საბჭო მართავს. არხის წამყვანმა სამხედროების განცხადება წაიკითხა, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მართვა სწორედ ამ საბჭოს ხელში გადავიდა და ამიერიდან ისინი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ განცხადების მიხედვით თურქეთის მთავრობამ ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები