მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილზეა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უსაფრთხო ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ერდოღანმა ერთ-ერთ მედიასაშუალებას ინტერვიუ მისცა ტელეფონის საშუალებით. ის ვიდეოზარით ჩაერთო პირდაპირ ეთერში. თურქეთის გენერალურ შტაბში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობა დაპატიმრებული ჰყავთ.
Untitledარსებული ინფორმაციით, თურქმა ამბოხებულმა სამხედროებმა გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აქარი ტყვედ აიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის სამხედროების ნაწილმა სამხედრო გადატრიალება სცადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმა, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ. სამხედროებს გადაკეტილი აქვთ ბოსფორის ხიდი და ანკარის პოლიციის განიარაღება სცადეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ტექნიკა და ჯარია მობილიზებული სტამბოლშიც, სადაც ყველა ძირითადი ქუჩა გადაკეტილია. დაკეტილია ათათურქის აეროპორტიც. უცხოური სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის ყველა რეისი გაუქმებულია. მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ.
ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.
“სამხედროების ნაწილი სამსახურებრივი მდგომარეობის და იარაღის გამოყენებით შეეცადა, ჩაედინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ყველაფერს გავაკეთებთ სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნებისთვის. დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ- მინისტრმა.
პოლიციელები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები