თურქმა ამბოხებულმა სამხედროებმა გენშტაბის უფროსი ტყვედ აიყვანეს

არსებული ინფორმაციით, თურქმა ამბოხებულმა სამხედროებმა გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აქარი ტყვედ აიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის სამხედროების ნაწილმა სამხედრო გადატრიალება სცადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმა, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ტექნიკა და ჯარია მობილიზებული სტამბოლშიც, საცად ყველა ძირითადი ქუჩა გადაკეტილია. დაკეტილია ათათურქის აეროპორტიც. მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ.
ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.
“სამხედროების ნაწილი სამსახურებრივი მდგომარეობის და იარაღის გამოყენებით შეეცადა ჩაედინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ყველაფერს გავაკეთებთ სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნებისთვის. დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ- მინისტრმა.
პოლიციელები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები