სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში – ანკარაში სროლის ხმა ისმის (ვიდეო)

თურქეთის სამხედროების ნაწილმა სამხედრო გადატრიალება სცადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმა, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ტექნიკა და ჯარია მობილიზებული სტამბოლშიც, სადაც ყველა ძირითადი ქუჩა გადაკეტილია. დაკეტილია ათათურქის აეროპორტიც. მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ.
ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.
“სამხედროების ნაწილი სამსახურებრივი მდგომარეობის და იარაღის გამოყენებით შეეცადა, ჩაედინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ყველაფერს გავაკეთებთ სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნებისთვის. დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ- მინისტრმა.
პოლიციელები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები