პოლიციამ ნიცაში თავდასხმაში მონაწილე მუჰამედ ბუჰლელის ყოფილი მეუღლე დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ნიცაში ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე მუჰამედ ლახუაიეჯ ბუჰლელის ყოფილი მეუღლე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. დაკავების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. მუჰამედ ლახუაიეჯ ბუჰლელი, რომლის მიერ ნიცის სანაპიროზე მოწყობილ ტერაქტს 84 ადამიანი შეეწირა, წარმოშობით ტუნისელი, საფრანგეთის მოქალაქეა. იგი სამი შვილის მამაა და საფრანგეთის პოლიციის ყურადღების ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა წვრილმანი დანაშაულების გამო.
ტერორისტების სიაში ის არც საფრანგეთში, არც ტუნისში შეტანილი არ ყოფილა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მან მანქანა იჯარით რამდენიმე დღის წინ აიღო და სანაპიროზე მოხვდა, ვინაიდან დაცვის თანამშრომლებს მოატყუა, რომ იქ ნაყინი მიჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები