ნიცაში მყოფ ერთ-ერთ ქართველს ვერ პოულობენ, მისი ფრანგი მეუღლე კი გარდაცვლილია

ნიცაში საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს ვერ პოულობენ. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე დელონემ “მოამბის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე გუშინ მეუღლესთან ერთად ნიცაში, იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ტერაქტი მოხდა. საქართველოს ელჩმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქის ფრანგი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს.
„ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების შესახებ, ის ნიცაში გუშინ საღამოს მეუღლესთან ერთად იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ტერაქტი მოხდა. მისი მეუღლე მომხდარის შედეგად დაიღუპა და ამოცნობილია ეს ქალბატონი. ამ ეტაპზე გარდაცვლილთა მხოლოდ ერთი მესამედია ამოცნობილი. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვოთ“, – განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტის დროს დაღუპულებს შორის 10 ბავშვია. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები