პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის აშშ-ში ჰაკერს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჰაკერს, რომელმაც პირველი ლედის მიშელ ობამას, CIA-ის დირექტორის ჯონ ბრენანის, FBI-ის დირექტორის რობერტ მიულერის და კიდევ 40 მაღალჩინოსნის პერსონალური მონაცემები გამოაქვეყნა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ნიუ-იორკის მკვიდრი მირ ისლამი ასევე დამნაშავედ ცნეს ცრუ სატელეფონო განგაშების მოწყობაში, რის შედეგად შეიარაღებულმა პოლიციელებმა რამდენჯერმე შტურმით აიღეს ცნობილი მსახიობების, ფედერალური ჩინოვნიკების და საჯარო პირების სახლები. მირ ისლამი 2012 წელს, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისამართები, დაბადების თარიღები, ტელეფონები და დაზღვევის ნომრები გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები