ბელგიაში ეროვნულ დღესასწაულზე უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიიღებენ

ბელგიის ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება დღესასწაულის გაუქმებას არ აპირებს. ბელგიის სპეცსამსახურებმა ჯერჯერობით ვერ გამოავლინეს ტერაქტის ახალი საფრთხეები. ამჟამად ბელგიაში ტერორისტული საფრთხის დონე მესამე საფეხურზეა ოთხბალიანი სისტემით. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის დღეს ის მაქსიმალურამდე გაიზრდება. ბელგიის ეროვნული დღესასწაული 21 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს 1831 წელს პირველმა ბელგიელმა მეფემ ლეოპოლდმა ფიცი დადო. ერთი წლით ადრე ქვეყანა ნიდერლანდების შემადგენლობიდან გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები