ფრანსუა ოლანდი ნიცაში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ნიცაში ჩავიდა, სადაც გუშინ საღამოს ტერორისტული აქტი მოხდა. ოლანდთან ერთად ნიცაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მანუელ ვალსიც ჩავიდა. მანამდე ოლანდმა პარიზში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.
მასზე საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელების გადაწყვეტილება იყო მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს საღამოს ნიცაში ტერორისტული აქტი მოხდა. ტერორისტი, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა, სანაპიროზე მყოფ ხალხში შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები