გერმანია და იტალია საფრანგეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ

გერმანია და იტალია საფრანგეთის საზღვარზე კონტროლს აძლიერებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მხრივ გერმანელი და იტალიელი სამართალდამცველი ორგანოები ფრანგ კოლეგებთან აქტიურად თანაშრომლობენ. ეს გადაწყვეტილება რომმა და ბერლინმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ნიცაში ხუთშაბათს მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები